რელიგია
სერბეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ უკრაინის „ახალი ეკლესია“ არ აღიარა

 საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. „უკრაინა უდიდესი გამოცდაა, ცდუნებაა, საერთოდ, მართლმადიდებლობისთვის. და მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან მართლმადიდებლობის ცენტრს ეხება. ეს არ გახლავთ რაღაც, რაც გარეთ არსებობს, ეს არის მოვლენა, რომელსაც ჩვენ სახლში, შიგნით აქვს ადგილი. მათ, ვინც მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ბოროტება განიზრახეს, ალბათ, ეს კარგად მოიფიქრეს და ის, რაც უკრაინაში ხდება, იგივეა, თითქოს ვენს სახლში ბომბი შემოაგდეს!

ეს არც კანონიკური და არც საეკლესიო, არამედ წმინდა პოლიტიკური საკითხია. ჩვენ ვიცით, ვისი მხრიდან აღმოცენდა ის და რა აქვთ მათ მიზნად. ეს ძალზე სერიოზული საკითხია და მსოფლიო მართლმადიდებლობა სერიოზულად უნდა შეუდგეს მის გადაწყვეტას. ჩვენ უფლება არ გვაქვს, ამ პრობლემაზე თვალი დახუჭოთ, - განაცხადა სერბეთის პატრიარქმა ირინეოსმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილთან შეხვედრისას მოსკოვში, საპატრიარქოს რეზიდენციაში დანიელის მონასტერში.