უცხოეთი
მამუკა ბახტაძე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს შეხვდა

 საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს შეხვდა. ხანმოკლე შეხვედრა ჯონ მაკკეინის სახელობის სადისერტაციო ნაშრომების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე შედგა.

საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ურთიერთობებს, რომელიც უმაღლეს ნიშნულზეა.

შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის მეთაური ,,ტვიტერის” საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

„საქართველოს გულმხურვალე მხარდამჭერის, ჯონ მაკკეინის სახელობის სადისერტაციო ნაშრომების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე საქართველოს დიდ მეგობართან, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან შეხვედრის შესაძლებლობა მქონდა. საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა და ყველა მიმართულებით ვმუშაობთ ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად და გასაძლიერებლად”, – წერს მამუკა ბახტაძე.

1tv.ge