საზოგადოება
სკანდალი! ქართული ქარხანა ქვანახშირს ტერორისტებისგან ყიდულობს?!

 საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა ამხილეს კოქსწვრილას რეგულარულ შესყიდვაში, რომელსაც ოკუპირებული დონბასის კოქსქიმიურ ქარხნებში აწარმოებენ. ასე, საწარმოში ნედლეულის ერთ-ერთი ძირითადი მიმწოდებელია გორლოვკის კოქსქიმიური ქარხანა, რომელიც დარეგისტრირებულია და გადასახადებს იხდის ეგრეთ წოდებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ბიუჯეტში, წერს From UA ინტერნეტგამოცემა Открытая Украина-ზე მითითებით.

სიტუაციას პიკანტურობას ის ფაქტი ანიჭებს, რომ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა უკრაინელ ოლიგარქ იგორ კოლომოისკის ეკუთვნის, რომლისთვისაც, როგორც ჩანს, სულერთია - ვისგან იყიდის ნედლეულს. განსხვავებული აზრი აქვთ უკრაინის სამხედრო პროკურატურის თანამშრომლებს. ამ ფაქტზე პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე № 42014000000000457 აღძრა მუხლით „ტერორიზმის დაფინანსება“.

კოქსწვრილას ოკუპირებული დონბასის სხვა კოქსქიმიურ ქარხნებშიც აწარმოებენ, კერძოდ - სამხრეთ ოსეთის კომპანია ВТС-ს საწარმოებში. კომპანიას, ასევე, რეგისტრაცია აქვს „დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში“ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მართავს აქტივებს, რომლებიც მანამდე უკრაინელ ოლიგარქებს ახმეტოვსა და ნუსენკისს, აგრეთვე კომპანიების ჯგუფს „დონბასის ინდუსტრიულ კავშირს“ ეკუთვნოდა. რუსეთის ბაზარზე ВТС-ს საქონელს კომპანია „Газ-Альянс“ ყიდის.