აქტუალური
დავით მათიკაშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩიეს

 საქართველო, 14 თებერვალი, საქინფორმი. ქართული ოცნების დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან პირველი მოადგილის პოსტზე გადაინაცვლა. მათიკაშვილი თავმჯდომარის პირველ მოადგილედ კომიტეტმა 10 ხმით აირჩია.

საპარლამენტო კომიტეტის პირველი მოადგილის შერჩევა და წარდგენა კომიტეტის თავმჯდომარის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ახალმა ხელმძღვანელმა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტს ასარჩევად პირველი მოადგილის კანდიდატურა სხდომაზე წარუდგინა.