უცხოეთი
საქართველო, 14 თებერვალი, საქინფორმი. სირიის დეირ ელ-ზორის პროვინციაში აშშ-ის მეთაურობით მოქმედი კოალიციის ავიაიერიშების შედეგად, 20 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაციას სირიის სამთავრობო სააგენტო „სანა“ ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, საჰაერო იერიშები ერაყის საზღვრის მახლობლად, სოფელ ალ-ბაღუზში განხორციელდა. სამხედრო ოპერაციის შედეგად დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან.
სირიის სამთავრობო სააგენტო წერს, რომ ქალაქ დეირ ელ-ზორის სამხრეთ-აღმოსავლეთით, საერთაშორისო კოალიციის თვითმფრინავებმა ტერიტორია ორჯერ დაბომბეს. ავიაიერიშების გამო, სახლები და ინფრასტრუქტურა განადგურდა.
1tv.ge