საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი: პატიმართა შეწყალების კომისია კონცეფციის შემუშავების შემდეგ დაკომპლექტდება

 საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. პატიმართა შეწყალების კომისია კონცეფციის შემუშავების შემდეგ დაკომპლექტდება, – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა ბრიფინგზე ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად განაცხადა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, პრეზიდენტი უფლებამოსილია, მსჯავრდებული პირდაპირი წესითაც შეიწყალოს. მან შეწყალების სამ აქტს ხელი უკვე მოაწერა.

პრეზიდენტი უფლებამოსილია, კომისიის არარსებობის შემთხვევაშიც პირდაპირი წესით შეიწყალოს პატიმარი, თუმცა ამას უნდა ჰქონდეს შესაბამისი საფუძველი. ინაუგურაციის შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავისი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა, შეწყალების სამ აქტს მოაწერა ხელი პირდაპირი წესით. რაც შეეხება კომისიას, არაერთხელ განვაცხადეთ, რომ კონცეფციის შემუშავების შემდეგ დაკომპლექტდება“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.