სამართალი
თბილისში ე.წ. ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს

 საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და თბილისის პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობისა“ და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან: 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.რ., 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.ს., 1980 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ი.მ., 1948 წელს დაბადებული შ.ქ. და 1975 წელს დაბადებული მ.კ.

გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 27 იანვარს ქალაქ თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მოქალაქე .-სა და ბიზნესმენ .- შორის არსებული უთანხმოების გადაწყვეტის მიზნითქურდული შეკრებაგაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ კრიმინალური სამყაროს წევრები: .., .., .., .. და ..

ამავე შეკრებაში ელექტრონული კომუნიკაციის მეშვეობით ჩაერთო 2016 წლიდან ინტერპოლის მიერ ძებნილი, ქართველი .. კანონიერი ქურდი სულხან ჯაფარიძე (წარსულში სულხან თვალჭრელიძე), რომელმაც თავისი კრიმინალური გავლენის გამოყენებით მხარეებს შორის უთანხმოება ქურდული წესებით გადაწყვიტა.

სამართალდამცველების მიერ მოსამართლის განჩინების საფუძველზე დასახელებული ქურდული შეკრების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა განხორციელდა.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე პოლიციამ ხუთივე პირი მიმდინარე წლის 11 თებერვალს თბილისში დააკავა. ინტერპოლით ძებნილ ქართველ .. “კანონიერ ქურდსულხან ჯაფარიძეს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინება“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, პოლიციამ თბილისში დაკავებულების საცხოვრებელი ბინებისა და ავტომანქანების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო სხვადასხვა ტიპის სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „კანონიერი ქურდობის“, „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობისა“ და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით, 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, 223-ე სეკუნდა მუხლით და 223-ე ტერცია მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს.

აღნიშნული დანაშაულები ექვსიდან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობსქურდული სამყაროსწინააღმდეგ შეურიგებელ ბრძოლას. ჩვენი მიზანია ქვეყანაშიქურდული სამყაროსადა მასთან დაკავშირებული კრიმინალური მენტალიტეტის აღმოფხვრა“, – აცხადებენ შსს-ში.