საზოგადოება
პარლამენტარი კვიციანი კანონიდან ტერმინების - „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“ ამოღებას მოითხოვს

 საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ემზარ კვიციანის ინიცირებული კანონპროექტი განიხილა, რომელიც დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონში ცვლილების შეტანას გულისხმობს.

პროექტის მხარდამჭერები ითხოვენ, კანონიდან ამოიღონ არსებული ტერმინები – სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა“. ემზარ კვიციანის ინიცირებული პროექტის ავტორი საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21“-ის დირექტორი ზვიად ტომარაძეა.

„2014 წლის 2 მაისს საქართველოს პარლამენტმა, მიუხედავად საზოგადოების დიდი ნაწილისა და საქართველოს საპატრიარქოს წინააღმდეგობისა, ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო. საკანონმდებლო სივრცეში ტერმინების – „სექსუალური ორიენტაციადაგენდერული იდენტობაასახვით დაირღვა ზნეობრივი ნორმები. საქართველოს კონსტიტუცია ისედაც იცავს ყველა მოქალაქის თანაბარუფლებიანობას. ასეთი სამართლებრივი მიდგომა, არა თუ არ იცავს, არამედ დამანგრეველია ოჯახისა და საზოგადოების მორალისთვის. დისკრიმინაციისგან დაცვის საბაბით ხდება იმ ადამიანების დისკრიმინაცია, ვინც პატივს სცემს ტრადიციულ მორალსა და ოჯახურ ფასეულობებს“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

როგორც ცნობილია, აღნიშნული კანონი წინა მოწვევის პარლამენტმა 2014 წელს მიიღო და მას მხარი დაუჭირეს როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე უმცირესობის წევრებმა.

ემზარ კვიციანის ინიციატივას კვორუმის არარსებობის გამო ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე კენჭი ვერ უყარეს.