სამართალი
ლიეჟში სააკაშვილთან ერთად მყოფი კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი გიორგი სამუშია ძებნილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის - წამებისთვის

 საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი და 2015 წელს წამების ბრალდებით დაკავებული გიორგი სამუშია ძებნილია, – ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს გენერალურ პროკურატურაში დაუდასტურეს.

გიორგი სამუშია ლიეჟში მიხეილ სააკაშვილთან დაგეგმილ შეხვედრაზე დასასწრებად იმყოფებოდა.

პროკურატურის ინფორმაციით, მეგის ქარდავას დავალებით გიორგი სამუშიამ, სხვა პირებთან ერთად, აიძულა მოქალაქე, ეღიარებინა ზუგდიდში ტერორისტული აქტის მოწყობა. გამოძიების ინფორმაციით, ჩაუდენელი დანაშაულის აღიარებაზე უარის თქმის შემდეგ დაკავებული ავტომანქანით ზუგდიდიდან თბილისში გადაიყვანეს და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში აწამეს. ამავე საქმეზე ასევე ბრალდებულები არიან დათა ახალაია, გიგი კალანდაძე და რომან შამათავა.