სამართალი
საქართველოს შსს-მ დაადგინა, რომ პირი, რომელმაც პარლამენტარის პირადი ცხოვრებიდან კადრები ინტერნეტში ატვირთა, მკვლელობისთვის სასჯელს სომხეთში იხდის

 საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. ბუბა ლომთათიძის (buba lomtatidze) სახელით პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთანავე გამოძიებამ დაადგინა ამტვირთავის ვინაობა და ადგილსამყოფელი, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, 28 იანვრიდან მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ ეტაპზე დგინდება, რომფეისბუქის“ (Facebook) გვერდზე, ერთ-ერთმა მომხმარებელმა ბუბა ლომთათიძემ (buba lomtatidze) საკუთარ გვერდზე ატვირთა სხვისი პირადი ცხოვრების საიდუმლოების ამსახველი კადრები.

ქართველი სამართალდამცველების მიერ გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების, ინტერნეტსივრცის მონიტორინგის და FACEBOOK-ის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის შედეგად, პირადი ცხოვრების საიდუმლოების ამსახველი მონაცემის გავრცელებისთანავე დადგინდა, რომ Facebook-ის გვერდით- ბუბა ლომთათიძის (buba lomtatidze) სარეგისტრაციო სახელით, სავარაუდოდ სარგებლობდა საქართველოს მოქალაქე .. მან სოციალური ქსელის მეშვეობით მიმდინარე წლის იანვარში, ინტერნეტ-სივრცეში არაერთხელ გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები.

საქართველოს მოქალაქე .. მეზობელ ქვეყანაში ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვისმკვლელობისთვის ამჟამად სასჯელს სომხეთის ერთ-ერთ ციხეში იხდის. .- საქართველოს საზღვარი მეუღლესთან ერთად 2016 წლის ნოემბერში გადაკვეთა.

ქართველი და სომეხი სამართალდამცველების თანამშრომლობით საქართველოს მოქალაქის საკნის ჩხრეკისას ამოღებულია მისი კუთვნილისამსუნგის“ (SAMSUNG) მოდელის მობილური ტელეფონი“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს თანამშრომლობას სომეხ კოლეგებთან და ტარდება შესაბამისი ღონისძიებები დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 პირი დააკავა, მათ შორის პირი, რომელმაციუთუბზე“ (youtube) კადრები ატვირთა.

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სსკ- 157 პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით.

ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია. სისხლის სამართლის წესით ისჯება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის როგორც ნებისმიერი საშუალებით გავრცელება (მათ შორის მობილური აპლიკაციის მეშვეობით გადაგზავნა), ასევე, მისი შენახვა, რაც ისჯება 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

გვსურს, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ საზოგადოებას არ ჩაერთონ დანაშაულებრივ საქმიანობაში, ან მის წახალისებაში და შეწყვიტონ მსგავსი ვიდეოჩანაწერის ნებისმიერი სახით გავრცელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.