პოლიტიკა
საზოგადოებას დავპირდით, რომ არ დავუშვებდით „ნაციონალური მოძრაობის“ რევანშს, თუ დახმარება დასჭირდება საზოგადოებას, ჩვენც დავეხმარებით! - ირაკლი კობახიძე

 საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. ვპირდებოდით ​საზოგადოებას, რომ არ დავუშვებდით „ნაციონალური მოძრაობის“ რაიმე სახით რევანშს. ამ პირობას ყოველთვის ვასრულებდით და შევასრულებთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს 10 თებერვალს ლიეჟში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა შეკრების კომენტირებისას განუცხადა.

რამდენჯერაც შეეცდებანაციონალური მოძრაობათავის წამოწევას, იმდენჯერ გასცემს მას საზოგადოება საკადრის პასუხს. თუ დახმარება დასჭირდება საზოგადოებას, ჩვენც დავეხმარებით. ლიეჟში ამის საჭიროება არ იყო. სხვა შემთხვევაში, შეგვიძლია ჩვენც დავეხმაროთ. საზოგადოებამ გასცა პასუხინაციონალურ მოძრაობას“, როგორც წარსულში გაუცია, როგორც მომავალში გასცემს, მათ შორის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში. რამდენჯერაც წამოწევენ თავს, უნდა იყოს რეაგირება. პოლიტიკური პროცესების არასწორი მიმართულებით წარმართვის პრევენცია აუცილებელია. ამაზეა პასუხისმგებელი საზოგადოება და თითოეული პოლიტიკური ძალა. „ნაცმოძრაობისრომ არ გვეშინია, დავადასტურეთ ყველა გასულ წელს. ჩვენ მუდამ ვპირდებოდით საზოგადოებას, რომ არ დავუშვებდითნაციონალური მოძრაობისრაიმე სახით რევანშს. ამ პირობას ყოველთვის ვასრულებდით და შევასრულებთ მომავალ წელსაც არჩევნებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.