უცხოეთი
რუსეთის საგარეო უწყება - ვენესუელას მთავრობას კრიზისის დასარეგულირებლად რუსეთისგან სამხედრო დახმარება არ მოუთხოვია

 საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. ვენესუელას მთავრობას ქვეყანაში არსებული კრიზისის დასარეგულირებლად რუსეთისგან სამხედრო დახმარება არ მოუთხოვია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ლათინური ამერიკის დეპარტამენტის დირექტორმა ალექსანდრე შეტინინმა განაცხადა.

რუსეთის საგარეო უწყების მაღალჩინოსნის თქმით, რუსეთი აშშ-ს მოწოდებებს ვენესუელელი სამხედროებისადმი, რომ ფიცს უღალატონ, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად აფასებს.

„უცხო ქვეყნის უშუალო მიმართვა სხვა ქვეყნის სამხედროებისადმი, რა ფორმითაც არ უნდა ხორციელდებოდეს ეს არის სუვერენული ქვეყნის შიდა საქმეებში უპრეცედენტო და უხეში ჩარევა“, - დასძინა ალექსანდრე შეტინინმა.

interpressnews.ge