საზოგადოება
„მაესტრო“ ისევ სატელიტის მეშვეობით მაუწყებლობს

maestrooტელეკომპანია „მაესტრომ“, რომელიც აქამდე, ძირითადად, თბილისში მაუწყებლობდა საკაბელო არხების მეშვეობით, სატელიტური მაუწყებლობა აღადგინა.

ამის თაობაზე ტელეკომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ტელეკომპანია „მაესტრო“ სატელიტურ მაუწყებლობაზე 2010 წლის მაისში გავიდა, ახალი სტუდიებითა და ახალი საპროგრამო ბადით.

თუმცა, მისივე განცხადებით, რამდენიმე თვის შემდეგ ფინანსური პრობლემების გამო სატელიტური მაუწყებლობის შეწყვეტა მოუხდა.

 

ტელეკომპანია „მაესტრო“ სატელიტ Turksat 3A-ის მეშვეობით მაუწყებლობს.