სამართალი
ვლადიმერ ბორცვაძე: პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების მიმდინარე გამოძიების ნომერი პირველი პრიორიტეტია, გავიდეთ პირველწყაროზე - ვინ გაავრცელა ეს ჩანაწერი

 საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრის ახლად დანიშნულმა მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ პირადი ცხოვრების ამსახველი​ ფარული კადრების მასობრივად გავრცელების საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მისი განცხადებით კადრების გავრცელების საქმეზე გამოძიების პრიორიტეტია, დადგინდეს პირველწყარო, თუ ვინ გაავრცელა ეს ჩანაწერები პირველად.

"ნომერ პირველი პრიორიტეტი ამ სისხლის სამართლის საქმეში არის ის, რომ გავიდეთ პირველწყაროზე - ვინ გაავრცელა ეს ჩანაწერი. გამოძიება გრძელდება და ტარდება ოპერატიულ-საგამძიებო ღონისძიებები. გვაქვს არაერთი ვერსია, მივდივართ სხვადასხვა მიმართულებით და, შესაბამისად, დაველოდოთ გამოძიებას.

გადავამოწმებთ გარკვეულ ვერსიებს, შევისწავლით ასევე ძველი საქმის მასალებს. უნდა დაველოდოთ გამოძიებას. ამ ეტაპზე რაც უმნიშვნელოვანესია, ინტენსიურად ტარდება საგამოძიებო მოქმედებები", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.