უცხოეთი
პოლონეთში სამი ქართველი დააკავეს

 საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. სამართალდამცველებმა დაკავებულების ავტომობილების ჩხრეკისას ნაქურდალი თანხა და ძვირფასეულობა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

ოლონეთში სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქეების სამკაციანი ჯგუფი ქურდობის ბრალდებით დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს ბინების ძარცვაში ედებათ ბრალი.

სამართალდამცველებმა მათი ავტომობილების ჩხრეკისას ნაქურდალი თანხა და ძვირფასეულობა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

დაკავებულებს, რომელთა ასაკი 29-დან 43 წლამდეა, ასევე ბრალად ედებათ ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებაში მონაწილეობა.

საქართველოს მოქალაქეებს 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

sputnik-georgia.com