უცხოეთი
იენს სტოლტენბერგი - ევროკავშირმა ნატო-ს კონკურენცია არ უნდა გაუწიოს

 საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. ევროკავშირმა ნატო-ს კონკურენცია არ უნდა გაუწიოს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მედიაჯგუფ Funke-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„მივესალმები ევროკავშირის ძალისხმევას თავდაცვის გაძლიერების კუთხით. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ეს მოხდეს, როგორც ნატო-ს დანამატი და ადგილი არ ჰქონდეს ალიანსთან კონკურენციას. მე მჯერა ევროკავშირის, თუმცა არა როგორც ნატო-ს ალტერნატივის. ევროპის უსაფრთხოება ტრანსატლანტიკურ კავშირებზეა დამოკიდებული. ევროკავშირმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა განაცხადოს, რომ მარტო შეუძლია გამკლავება“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ „ევროკავშირის გარეთ ნატო-ს მოკავშირეებზე თავდაცვითი ხარჯების 80% მოვა“.

interpressnews.ge