სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის 4 ფაქტი გახსნა - მხილებულია ორი არასრულწლოვანი

 საქართველო, 7 თებერვალი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორი არასრულწლოვანი: 2004 წელს დაბადებული გ.ვ. და 2005 წელს დაბადებული ს.ტ. ქურდობაში ამხილეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა მიმდინარე წლის 5 თებერვალს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე “ბატას” მაღაზია გაქურდეს, საიდანაც ლეპტოპი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ასევე, გ.ვ. და ს.ტ. მხილებული არიან აბაშიძის 35-ში მდებარე რესტორან "სტეიკ ჰაუსი" გაქურდვის მცდელობის, მოსეშვილის ქუჩაზე მდებარე ყვავილების მაღაზია "მაროსეს” და აბაშიძის ქუჩაზე მომხდარ ქურდობის ფაქტებში.

არასრულწლოვნები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება მიმდინარეობს საცავში უკანონო შეღწევით ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით.