აქტუალური
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ანრი ოხანაშვილი აირჩიეს

 საქართველო, 7 თებერვალი, საქინფორმი. ანრი ოხანაშვილი პარლამენტის სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ 98 მომხრე ხმით, 4-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ეს თანამდებობა გასული წლის ბოლოს ეკა ბესელიამ დატოვა.

კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას ამ დრომდე დავით მათიკაშვილი ასრულებდა.

გუნდთან ერთად გავაკეთებ ყველაფერს, რომ ჩვენი ნებისმიერი საკანონმდებლო წინადადება საზოგადოების ინტერესებს ემსახურებოდეს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ახლად არჩეულმა ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მან მადლობა გადაუხადა თანაგუნდელებს მხარდაჭერისთვის.

უპირველესად, დიდი მადლობაქართული ოცნებისგუნდს, ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარი დამიჭირა; გუნდის და პარტიის ხელმძღვანელობას, ვინც მე დამასახელა ამ პოზიციაზე. ძალიან კარგად ვაცნობიერებ ამ დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც, როგორც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს მეკისრება. ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და წამყვანი კომიტეტი საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო ცხოვრებაში. მზად ვარ, გუნდთან ერთად გავაკეთო ყველაფერი, რათა ვემსახურო ჩვენს ქვეყანას, საზოგადოებას და ჩვენი ნებისმიერი საკანონმდებლო წინადადება საზოგადოების ინტერესებს ემსახურებოდეს.

რაც შეეხება კონკრეტული პირების გადაწყვეტილებას, ეს არის მათი არჩევანი, ეს არის დემოკრატიის ნაწილი - განსხვავებული აზრი, მე პატივს ვცემ ნებისმიერ განსხვავებულ აზრს, რომელსაც ისინი აფიქსირებენ. ეს არის ჩვენი დემოკრატიის მონაპოვარი, რომ გვაქვს შესაძლებლობა, განსხვავებულ პოზიციაზე მყოფი ადამიანების აზრიც მოვისმინოთ, თუმცა იმ პირებს შორის, ვინც მხარი არ დაუჭირა ჩემს კანდიდატურას, მხოლოდ ერთი ადამიანი იყო, ვინც ეს დააფიქსირაბატონი გედი ფოფხაძე. ასე რომ, ეს არის მისი არჩევანი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.