უცხოეთი
თურქეთი მკაცრად გმობს საფრანგეთის მიერ სომხების გენოციდის ხსოვნის ეროვნული დღის დაწესებას

 საქართველო, 7 თებერვალი, საქინფორმი. თურქეთი მკაცრად გმობს საფრანგეთის მიერ სომხების გენოციდის ხსოვნის ეროვნული დღის დაწესებას. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველმა, იბრაჰიმ კალინმა განაცხადა.

თურქეთის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ანკარა არ ეთანხმება საფრანგეთის პრეზიდენტის ძალისხმევას, რომ ისტორიული მოვლენები უფლებამოსილების შესანარჩუნებლად, პოლიტიკურ იარაღად იქნას გამოყენებული.

„ე.წ. სომხების გენოციდზე ბრალდებები არის სამართლებრივ საფუძველს მოკლებული პოლიტიკური ტყუილი, რომელიც ისტორიულ ფაქტებს ეწინააღმდეგება. ეს ბრალდებები თურქეთისთვის ბათილია და არაფერს ნიშნავს“, – აღნიშნა იბრაჰიმ კალინმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 24 აპრილი სომხების გენოციდის ხსოვნის დღედ დააწესა.

1tv.ge