საზოგადოება
სტოლტენბერგი: მაკედონიის ნატოში გაწევრიანება აჩვენებს, რომ ალიანსის კარი ღიაა და ის აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ამ გზაზე

 საქართველო, 7 თებერვალი, საქინფორმი. ნატო აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ალიანსის წევრობის გზაზე, – ამის შესახებ ბრიუსელში, ჩრდილოეთ მაკედონიის ნატოში გაწევრიანების პროტოკოლის ხელმოწერის შემდეგ, ნატოს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, დღეს დადასტურდა, რომ ნატოს კარი ღიაა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მის სტანდარტებს აკმაყოფილებენ.

დღევანდელი დღე აჩვენებს, რომ ნატო- კარი ღიაა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებენ ნატოს სტანდარტებს, პატივს სცემენ ნატოს ღირებულებებს, კანონის უზენაესობას, დემოკრატიას, ინდივიდუალურ თავისუფლებას.

მოხარული ვართ, რასაც საქართველოში ვხედავთ. ვაფასებთ საქართველოს ძალისხმევას, გაატაროს რეფორმები, გააძლიეროს თავდაცვის აღმშენებლობის ინსტიტუტები, უზრუნველყოს გამჭვირვალობა.

ნატოს ლიდერებმა 2018 წელს ივლისის სამიტზე განაცხადეს, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და ამით დააფიქსირეს ერთგულება 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების მიმართ.

ჩვენ ვართ საქართველოს მადლიერი ნატოსთვის აღმოჩენილი დახმარებისთვის ნატოს მისიებსა და ოპერაციებში.

ჩვენ ვხედავთ, რომ ნატო აძლიერებს საქართველოსთან თანამშრომლობას და საქართველოს მხარდაჭერას. გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ნატოს წევრობისკენ მიმავალ გზაზე“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.