სამართალი
სოფელ ნიქოზიდან გატაცებული სასულიერო პირი ამ დრომდე ოკუპანტების ტყვეობაში რჩება

 საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. ცხინვალის რეჟიმის მიერ სოფელ ნიქოზიდან გატაცებული მამა დავით დურგლიშვილი ამ დრომდე ოკუპანტების ტყვეობაში რჩება. ოჯახს ინფორმაცია არ აქვს სასულიერო პირის ადგილსამყოფელის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, ის ამ დროისთვის ცხინვალის ციხეში იმყოფება.

მამა დავითი საოკუპაციო ზოლთან ახლოს საკუთარ მიწაზე საგაზაფხულო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც ის რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს. სასულიერო პირი მღვდელმსახურებას ნიქოზში მდებარე ეკლესიაში ეწევა. როგორც ერთ-ერთი სასულიერო პირი ამბობს, მან დაზუსტებით იცის, რომ მამა დავითი საკუთარი მიწის ნაკვეთიდან, საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაიტაცეს.

ჩვენი ეკლესიის მღვდელმსახურია დეკანოზი მამა დავი დურგლიშვილი, რომელიც ამ სოფელში ცხოვრობს და აქვს მიწის ნაკვეთები. ერთ-ერთი მიწის ნაკვეთი არის .. საზღვართან გასწვრივ, სადაც ხორბალი უთესია. სწორედ იქიდან მოხდა მისი წაყვანა, - ამბობს მამა დავით ჭიღლაძე.

მამა დავითი და მისი ოჯახი სოფელ ავნევიდან დევნილები არიან.