უცხოეთი
აშშ სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში ვიეტნამის ომის მსგავს შედეგს მიიღებს - მადუროს მუქარა

 საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. ვენესუელის პრეზიდენტი ევროპის წამყვანი ქვეყნების ულტიმატუმს უარით პასუხობს.

ესპანური ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება გამორიცხულია. მისი თქმით, ვენესუელა არავის ულტიმატუმს არ დათანხმდება.

მადურო საკუთარ თავს კვლავ ვენესუელის პრეზიდენტად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ქვეყანაში სამოქალაქო ომის დაწყება ამერიკისა და მისი მოკავშირეების აგრესიულობის დონეზეა დამოკიდებული. მან დონალდ ტრამპიც გააფრთხილა და განაცხადა, რომ სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში შეერთებული შტატები ვიეტნამის ომის მსგავს შედეგს მიიღებს.

rustavi2.ge