სამართალი
საპარლამენტო უმრავლესობამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა

 საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა. შესაბამისი მიმართვა ბიუროს სხდომას წარედგინა.

ამ თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილს, სავარაუდოდ, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ეყრება კენჭი.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას ამ დროისთვის დავით მათიკაშვილი ასრულებს.

კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ეკა ბესელიამ გასული წლის დეკემბერში დატოვა.