სამართალი
თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, მას დახვდება რეფორმირებული პენიტენციური სისტემა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ

 საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. პარლამენტის სპიკერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში სააკაშვილს რეფორმირებული პენიტენციური სისტემა დახვდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს გაზაფხულზე ოპოზიციის მიერ საპროტესტო აქციების შესაძლო დაწყების შეფასებისას განუცხადა.

"თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, მას დახვდება რეფორმირებული პენიტენციური სისტემა, რომელიც რადიკალურად არის შეცვლილი 2012 წლის შემდეგ", - განაცხადა კობახიძემ.