პოლიტიკა
უკრაინაში საქართველოს ელჩი სტამბოლის საპატრიარქოს კიევის მიტროპოლიტის - მოქალაქე დუმენკოს „ინტრონიზაციას“ დაესწრო

 საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. 3 თებერვალს უკრაინაში საქართველოს ელჩი გელა დუმბაძე კიევში, წმინდა სოფიას ტაძარში გამართულ მიტროპოლიტ ეპიფანეს ინტრონიზაციის ცერემონიას დაესწრო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ასევე, გელა დუმბაძე დაესწრო საღვთო ლიტურგიის შემდეგ გამართულ საზეიმო მიღებას.

ინტრონიზაციის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, უკრაინის ხელისუფლების სხვადასხვა წრის წარმომადგენლები, უკრაინაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები და სხვა მიწვეული სტუმრები.