საზოგადოება
საქართველოს სახელმწიფო აღარ დააფინანსებს ეგრეთ წოდებულ ფესტივალს ანაკლიაში - სააკაშვილის მიერ დაარსებულ მასობრივ საერთაშორისო ორგიას

 საქართველო, 4 თებერვალი, საქინფორმი. პრაქტიკულად მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება, რომ ანაკლიის ფესტივალს ვერ დავაფინანსებთ, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა.

მისივე განმარტებით, თუ ვინმეს ამ ფესტივალის ჩატარების სურვილი ექნება, მთავრობა ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფს.

ანაკლიის ფესტივალზე პრაქტიკულად მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება, რომ ვერ დავაფინანსებთ, მაგრამ თუ ვინმეს ექნება სურვილი, რომ ეს ფესტივალი ჩაატაროს, მთავრობა ინფრასტრუქტურით, ჯანდაცვის მომსახურებით და . უზრუნველყოფს ამ ფესტივალს. არ მიგვაჩნია, რომ წელს ეს ფესტივალი ჩვენ უნდა დავაფინანსოთ“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.