აქტუალური
რელიგიური კონფესიები ძირითად გამოწვევად ქონებრივ საკითხებს, გადასახადებსა და განათლებას ასახელებენ

 საქართველო, 4 თებერვალი, საქინფორმი. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით, რელიგიური კონფესიები ძირითად გამოწვევად ქონებრივ საკითხებს, გადასახადებსა და განათლების მიმართულებას ასახელებენ.

კილაძის თქმით, მუსლიმ თემს მეჩეთებში კომუნიკაციის საშუალებების შეყვანის პრობლემა აქვს, რაც გარკვეულწილად პრობლემაა, რადგან გაზიფიცირებისთვის აუცილებელია მესაკუთრის თანხმობა.

ვინაიდან ეს შენობები საკუთრებაში არ აქვთ, პრობლემები იქმნება. ვმუშაობთ, რომ რელიგიურ კონფესიებს ტექნიკური შესაძლებლობა ჰქონდეთ, რათა სულიერი მხარე აღასრულონ. ჩვენი მიზანია, რა გამოწვევებიც არსებობს, მათ ამის დარეგულირებაში დავეხმაროთ, რათა კონსტიტუციური თავისუფლების რეალიზება მოხდეს”, – განაცხადა კილაძემ.

სოფო კილაძე რელიგიის საკითხებზე სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს, რომელმაც ორი სხდომა გამართა.