აქტუალური
რის ხარჯზე მატულობს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი?!

inflacia333მთავრობის ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკა აღმასვლას განაგრძობს. როგორც პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა მთავრობის სხდომაზე, წინასწარი მონაცემებით, იანვარში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 9% შეადგინა.

„წინასწარი ინფორმაციით, იანვარში 9%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, რაც კი ბოლო პერიოდში ქართულ ეკონომიკაში დაფიქსირებულა“, – განაცხადა გილაურმა.

„საქსტატსა“ და „ეროვნულ ბანკს“ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები ჯერ არ გამოუქვეყნებია, მაგრამ, როგორც ხშირად ხდება, მთავრობის წინასწარი მონაცემები ზუსტად ემთხვევა ამ ორგანოების საბოლოო დასკვნის შედეგებს. შესაბამისად, ოფიციალური სტატისტიკა სწორედ ამ მაჩვენებელს დააფიქსირებს, თუმცა სტატისტიკა რეალობას ნაკლებად ასახავს. ზრდა შეიძლება ციფრებში მართლა გამოისახოს, მაგრამ ამას არა წარმოების განვითარება, არამედ ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი განაპირობებს. ამის შესახებ „საქინფორმს“ ესაუბრა ვახტანგ გზირიშვილი – ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში.