პოლიტიკა
ათონელმა ბერებმა უარი თქვეს, გაემგზავრონ უკრაინის ახალი “ეკლესიის“ მეთაურის აღსაყდრების ცერემონიაზე, რომელიც არც ერთმა ეკლესიამ არ სცნო

 საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. ახალი საეკლესიო სტრუქტურის მეთაურის ეპიფანე დუმენკოს აღსაყდრებაში მონაწილეობისთვის დელეგაციის გაგზავნა კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართოლომესმა ითხოვა, რომელმაც უკრაინას ავტოკეფალია მიანიჭა. მისი წერილი ათონის წმინდა მთის წმინდა კინოტის საგანგებო სხდომაზე განიხილეს.

როგორც ბერძნულ სააგენტო Romfea-ზე მითითებით ТАСС იუწყება, ამ სხდომის შედეგების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა, წყაროები იტყობინებიან, რომ ბერებმა კონსტანტინოპოლის ამ თხოვნას თანხმობით არ უპასუხეს. აღსაყდრებაში მონაწილეობას ათონის 20 მონასტრიდან მხოლოდ შვიდმა დაუჭირა მხარი.

აღსაყდრება ჩატარდება კიევში, 3 თებერვალს. კონსტანტინოპოლის გარდა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია არც ერთმა საადგილმამულო მართლმადიდებელმა ეკლესიამ არ აღიარა. ასევე არც ერთმა ეკლესიამ არ განაცხადა, რომ მისი მეთაურის აღსაყდრებაზე დელეგაციის გაგზავნას აპირებს.

იანვარში კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართოლომესმა ავტოკეფალიის შესახებ ტომოსი მისცა უკრაინის ახალ ეკლესიას, რომელიც საერო ხელისუფლების თხოვნით შეიქმნა ორი რასკოლნიკური სტრუქტურის გაერთიანების გზით. რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ და უკრაინის კანონიკურმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ევქარისტული ურთიერთობა გაწყვიტეს.