აქტუალური
საქართველო მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში რეგიონის ლიდერია

 საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. საქართველო მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში რეგიონის ლიდერია. ამის შესახებ ნათქვამია ამერიკული გამოცემა გლობალ ფაინანსის მიერ შედგენილ რეიტინგში.

საქართველო 128 ქვეყანას შორის 49- ადგილზეა. ქვეყანამ 9,68 ქულა მიიღო და რეგიონის ლიდერია.

ამავე რეიტინგში სომხეთი 62-ეა, აზერბაიჯანი 71-, თურქეთი 107-, ხოლო რუსეთი 108- ადგილზეა.

პირველი ადგილი რეიტინგში ისლანდიამ დაიკავა. საუკეთესო ხუთეულშია ავსტრია, პორტუგალია, ფინეთი და შვეიცარია.

ყველაზე ცუდი შედეგი აქვთ ნიგერიას, სალვადორს, გვატემალას, იემნს და ფილიპინებს.

რეიტინგი ისეთ კრიტერიუმების გათვალისწინებით შედგა, როგორიცაა კონფლიქტის შესაძლებლობა, ეკონომიკური განვითარების დონე, სტიქიური უბედურებების ალბათობა და რამდენად დაცულები არიან მოქალაქეები.