სამართალი
NDI-ს გამოკითხულთა უმრავლესობა საქართველოში შსს-ს და მინისტრ გიორგი გახარიას საქმიანობას დადებითად აფასებს

 საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგებით, გამოკითხულთა 41 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კარგად საქმიანობს.

შეკითხვაზე – როგორ შეაფასებდით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (გიორგი გახარია) საქმიანობას - 41% პასუხობს, რომ „კარგად“, 6% – „ძალიან კარგად“, ამასთან, 18% ფიქრობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო „ცუდად“ საქმიანობს, 5% კი - „ძალიან ცუდად“. კითხვაზე პასუხი „არ ვიცი“ გამოკითხულთა 29%-მა დააფიქსირა, ხოლო „უარი პასუხზე“ 1%-მა მიუთითა.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარუდგინეს.

კვლევის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,1 პროცენტია.

კვლევის პოლიტიკური ნაწილი 30 იანვარს გამოქვეყნდება.

NDI-ს კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.