სამართალი
NDI-ს გამოკითხულთა უმრავლესობა საქართველოში პოლიციის საქმიანობას კარგად აფასებს

 საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 60 პროცენტი საქართველოში პოლიციის საქმიანობას დადებითად აფასებს.

კითხვაზე – როგორ შეაფასებდით საქართველოს პოლიციის საქმიაობას - 60% პასუხობს, რომ „კარგად“, 7% – „ძალიან კარგად“, ამასთან, 18% ფიქრობს, რომ პოლიცია „ცუდად“ საქმიანობს, 3% კი - „ძალიან ცუდად“. აღნიშნულ კითხვაზე პასუხი „არ ვიცი“ გამოკითხულთა 12%-მა დააფიქსირა.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარუდგინეს.

კვლევის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,1 პროცენტია.

კვლევის პოლიტიკური ნაწილი 30 იანვარს გამოქვეყნდება.

NDI-ს კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.