აქტუალური
საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტებს საფრანგეთში, გერმანიასა და ავღანეთში გეგმავს, მანამდე კი ქუთაისს მოინახულებს

 საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მომდევნო ვიზიტებს საფრანგეთში, გერმანიასა და ავღანეთში გეგმავს.

რაც შეეხება საქართველოს რეგიონებს, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, თებერვლის დასაწყისში ქუთაისში ჩავა.

შემდეგი თვის პროგრამა მოიცავს შემდეგ ვიზიტებს - ეს იქნება საფრანგეთი, გერმანია და ავღანეთი, როგორც გაცხადებული მქონდა ადრე. რაც შეეხება საქართველოს რეგიონებს, ქუთაისში თებერვლის დასაწყისში ჩავალ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.