რელიგია
საქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. ა.წ. 28 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბ-ნი ტადაჰარუ უეჰარა და მისი მეუღლე მიიღო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და იაპონიას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს. ელჩის განცხადებით, საქართველოსა და იაპონიას ბევრი საერთო აქვთ, უპირველესად კი ის, რომ ორივე ქვეყანა გამორჩეულია სტუმართმოყვარეობით.
მისმა უწმინდესობამ ელჩს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.