უცხოეთი
აშშ და „თალიბანი“ სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტზე შეთანხმდნენ

 საქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. აშშ და მოძრაობა „თალიბანი“ სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზალმაი ხალილზადმა გააკეთა, რომელიც ქაბულში იმყოფებოდა.

„ჩვენ ხელთ გვაქვს პროექტი, რომელზეც მუშაობა მოგვიწევს, სანამ ის ხელშეკრულებად იქცევა“, – განაცხადა ხალილზადმა.

მისივე თქმით, შეთანხმების სამუშაო ვერსიით, თალიბები პასუხისმგებლობას იღებენ, რომ ავღანეთი ტერორისტების ბაზად არ იქცევა.

ამავე დროს ამერიკელი სამხედროები ავღანეთს სრულად დატოვებენ. სანაცვლოდ, მოძრაობა „თალიბანი“ ცეცხლს შეწყვეტს და ავღანეთის ხელისუფლებასთან დიალოგს დაიწყებს.

„თალიბანის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ავღანეთის პრეზიდეტ აშრაფ ღანისთან მოლაპარაკებები მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც ამერიკელი სამხედროები ქვეყანას დატოვებენ.

1tv.ge