საზოგადოება
პარტიაში მიმდინარეობს ჯანსაღი პროცესი, რომელიც პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე თვის წინ დააანონსა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა

 საქართველო, 28 იანვარი, საქინფორმი. პარტია ქართულ ოცნებაში მიმდინარეობს ძალიან ჯანსაღი პროცესი, რომელიც პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დააანონსა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს დავოსში ამ თემაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.

რაც შეეხება სასამართლოს, პრემიერის თქმით, მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა ამ საკითხზე პრინციპული განაცხადი უკვე გააკეთა.

ბუნებრივია, კრიტერიუმებისა და პროცედურების დადგენა აუცილებელია, რათა საზოგადოება დარწმუნდეს, რომ საქმე გვაქვს ძალიან ჯანსაღ პროცესთან. მე, როგორც მთავრობის ხელმძღვანელმა ისიც განვაცხადე, რომ ჩვენ არასოდეს ჩავერევით დამოუკიდებელი შტოს საქმიანობაში. ჩვენ საქართველოში 2012 წელს დავასრულეთ დრო, როდესაც მთავრობის წარმომადგენლები ალაგებდნენ სასამართლოს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, მისი შეფასებით, აუცილებლად გასაწერია პროცედურები და ობიექტური კრიტერიუმები, რომლებიც მსოფლიო და ევროპულ საუკეთესო პრაქტიკასთან თავსებადი უნდა იყოს.