სამართალი
მახაჩყალის ყოფილი მერის შვილი საქართველოში დაკავეს

 საქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტრო მახაჩყალის ყოფილი მერის მუსა მუსაევის შვილის ბადრუდინ მუსაევის დაკავებას ადასტურებს. უწყების თქმით, ის სულ სხვა მუხლით არის დაკავებული, ვიდრე ამას დაღესტნური გამოცემა წერს.

ბადრუდინ მუსაევის დაკავებაზე კი ინფორმაციას დაღესტნური მედია სულ სხვა ვერსიით ავრცელებს. მისი განცხადებით, მას ბრალი ნარკოტიკების გადაზიდვაში ედება.

საქართველოს შსს ამ ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ მუსაევს ბათუმში დეკემბრის დასაწყისში ჰოსტელის ძარცვაში ედება ბრალი.