სამართალი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი აცხადებს, რომ ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების ჯგუფის ფარგლებში გადაადგილების შეზღუდვის პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა მიმდინარეობს

 საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. როგორც ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, გადაადგილება, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე წლების განმავლობაში ისედაც შეზღუდულია, დღეს ფაქტობრივად სრულად ჩაკეტილია.

ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ პრობლემის მოგვარებაზე, ელემენტარულად აღარ არის საუბარი ჯანდაცვაზე და პროდუქტზე წვდომაზე, საკვების პრობლემაზე, განსაკუთრებით ბავშვთა საკვებზე, რომელიც ცხინვალის რეგიონში ვერსაიდან ვერ შედის. ძალიან სავალალო მდგომარეობაა. დარწმუნებული ვარ, ეს დე ფაქტო ლიდერების გადაწყვეტილებაა და არ გამოხატავს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს. ჩვენ ველოდებით ერგნეთის შეხვედრის ჩატარებას. ამ დღეების განმავლობაში არაერთი შეთავაზება და წინადადება გვაქვს. ეს მექანიზმები ჩვენ გვჭირდება, რათა მოგვარდეს მოსახლეობის პრობლემები. ერგნეთის შეხვედრამდე ყოველდღიურ რეჟიმში მიდის მუშაობა, რომ აღდგეს გადაადგილება და თუ პრობლემებია, დავძლიოთ“, – განაცხადა ციხელაშვილმა.