სამართალი
“ერთად სახლში” სააკაშვილთან ერთად - საქართველოს ძებნილმა ექსპრეზიდენტმა ნიუ-იორკში ქართველ ემიგრანტებს თავისი ახალი პროექტი გააცნო

 საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. 2019 წლის 20 იანვარს, ამერიკის დროით 2 საათზე საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს შეხვდა, სადაც ილაპარაკა ახალ პროექტზე ერთად სახლში და ემიგრანტებს მასთან ერთად სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდა.

შეხვედრაზე “GogaTV”-ის ჟურნალისტი ცისნამი საყვარლიშვილიც იმყოფებოდა და ექსპრეზიდენტს შეკითხვაც დაუსვა, სადაც ხაზი გაუსვა ემიგრანტების მნიშვნელობას საქართველოს ეკონომიკისთვის და მათ ჩართულობას სამშობლოს კეთილდღეობის საქმეებში - რასაც მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა და საკუთარი მოსაზრებაც დააფიქსირა ამ საკითხებზე.