უცხოეთი
გაერო-ს მონაცემებით, აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტისას 13 ათასამდე ადამიანი დაიღუპა

 საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლის აპრილში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 2018 წლის ბოლომდე 13 ათასამდე ადამიანი დაიღუპა. შესაბამის მონაცემებს გაერო ავრცელებს.

დონბასში გარდაცვლილებს შორის 3 300 სამოქალაქო პირია, 4 000 – უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო, 5 500 – რუსეთის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული მებრძოლი. გაერო-ს მონაცემებით, კონფლიქტის დროს დაშავდა 30 ათასამდე ადამიანი.

მხოლოდ 2018 წელს, დონბასში საომარი მოქმედებების დროს 55 სამოქალაქო პირი დაიღუპა.

1tv.ge