საზოგადოება
პოლიტოლოგ რამაზ კლიმიაშვილის ცხედარი თბილისში, მცხეთის ქუჩა № 8-ში, მისმა მეგობარმა მარინა ტერენტიევამ აღმოაჩინა. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ კრიმინალისტები და „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები. ამჟამად კლიმიაშვილის ცხედარი ექსპერტიზისთვის პროზექტურაშია გადასვენებული.
კლიმიაშვილი, როგორც პოლიტოლოგი, ხშირად აძლევდა ხელისუფლების მოქმედებებს უარყოფით შეფასებას. რამდენიმე ხნის წინათ მან ხელისუფლების შესაცვლელად საქართველოში ჯანყის იდეასაც დაუჭირა მხარი.
ბინა, რომელშიც პოლიტოლოგი გარდაცვლილი აღმოაჩინეს, კლიმიაშვილის საკუთრება არ იყო. გავრცელებული ინფორმაციით, მას აღნიშნული ბინა ნაქირავები ჰქონდა.