სამართალი
საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. სამართალდამცველებმა ყაჩაღობის ბრალდებით 1997 წელს დაბადებული ე.კ. დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც გამოძიებით დადგინდა, დაკავებულმა ბათუმში მდებარე ერთ-ერთი სუპერმარკეტიდან დანის მუქარით მოლარეს 900 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. იმავე დღეს ე.კ-მ ბათუმში კიდევ 2 სუპერმარკეტი დააყაჩაღა, საიდანაც 829 ლარი და სიგარეტები გაიტაცა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს, ბათუმში დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტებზე, სსკ-ს 179-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.