სამართალი
საქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. „ყაზტრანსგაზის“ დაკავებულ თანამშრომლებს ბრალი გულგრილობის მუხლით წარედგინათ, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
ბრალდებულების ადვოკატის თამარ ჯაფარიძის განცხადებით, დაკავებულები წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ.
მისი თქმით, გამოძიებას ისინი არ დაუკითხავს და ბრალი წარედგინათ სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლის პრიმა ნაწილით, რაც გულგრილობას გულისხმობს. ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელი ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.