სამართალი
რამდენი ადამიანი გარდაიცვალა ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად: მედია სტატისტიკას აქვეყნებს

 საქართველო, 18 იანვარი, საქინფორმი. თბილისში 2016-2018 წლებში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 86 ადამიანი გარდაიცვალა, 285 კი მოიწამლა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გაზგამანაწილებელი კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის" სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით.

კომპანიის ინფორმაციით, 2018 წელს ბუნებრივი აირის (CO) გაჟონვით 27 ადამიანი გარდაიცვალა, 98 კი მოიწამლა.

2017 წელს ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვმა 30-, მოწამლულთა რაოდენობამ კი 62- მიაღწია. რაც შეეხება 2016 წლის მონაცემებს, დაღუპულთა რიცხვი - 29, მოწამლულთა რაოდენობა კი 125 იყო.

ბუნებრივი აირის გაჟონვის თემა საქართველოში საკმაოდ მტკივნეული გახდა. ოთხშაბათს დიდ დიღომში, ავთანდილისა და ვეფხისტყაოსნის ქუჩის კვეთაზე ახლად აშენებული კორპუსის მეექვსე სართულზე ძლიერი აფეთქება მოხდა. შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორისოთხი წლის ბავშვი. საავადმყოფოებში მოათავსეს ათამდე დაშავებულიუმეტესობა ბავშვებ. მათი უმრავლესობა ამ დროისთვის უკვე გაწერილია.

აფეთქების მიზეზი, წინასწარი ინფორმაციით, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.

ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, მთელი დღის განმავლობაში ბუნებრივი აირის სუნი იგრძნობოდა, თუმცა, ადგილზე მისულმა გაზგამანაწილებელი კომპანია "ყაზტრანსგაზის" თანამშრომლებმა ვერ აღმოაჩინეს ვერანაირი ხარვეზი. აფეთქება შემოწმებიდან რამდენიმე საათში მოხდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. დამნაშავეებს 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. საქმის ფარგლებში უკვე დაჰკითხეს „ყაზტრანსგაზ თბილისის" თანამშრომლები.

პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებოდნენ როგორც „ყაზტრანსგაზის", ისე კომპანია L Group-ის წარმომადგენლები. სწორედ ამ კომპანიამ ააშენა აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსი.

საქართველოში 17 იანვარი გლოვის დღეს გამოცხადდა. სახელმწიფო დაწესებულებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვე.