რელიგია
ნიუ–ჯერსის შტატში გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია აშენდა

nj-flagამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, ნიუ–ჯერსის შტატში, გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია აშენდა. ქართულ ტაძარში პირველი წირვა უკვე აღევლინა. ლიტურგიას აშშ–ს ქალაქებში მცხოვრები ქართველები დაესწრნენ. დღემდე ისინი ღვთისმსახურებისთვის სხვადასხვა ეკლესიაში იკრიბებოდნენ. „ვიკრიბებოდით სხვადასხვა ეკლესიაში, დღეს უკვე მოგვეცა საშუალება, ჩვენი პატარა ეკლესია შეგვექმნა ნიუ–ჯერსში, სადაც შეიკრიბება ქართველი მრევლი და ყველას ექნება საშუალება, აქ ყოველ შაბათ–კვირას დაესწროს წირვა–ლოცვასა და სხვადასხვა მსახურებას, რომლებიც ეკლესიაში თითქმის უკვე ყოველდღე ტარდება“, – განაცხადა ახალგახსნილი ტაძრის დეკანოზმა ელგუჯა ყრუაშვილმა.