უცხოეთი
ანექსირებულ ყირიმსა და სირიას შორის საზღვაო სამგზავრო მიმოსვლის დაწყება იგეგმება

 საქართველო, 18 იანვარი, საქინფორმი. რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმს და სირიას შორის საზღვაო სამგზავრო მიმოსვლის დაწყება იგეგმება.

აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით, რუსეთის დელეგაციამ დამასკოში შეხვედრები გამართა. დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები და ანექსირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლის გუბერნატორი შედიან.

ვიზიტის ფარგლებში, სევასტოპოლსა და ტარტუსს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.

რუსეთის დელეგაციამ საკითხი სირიის პრეზიდენტთან, ბაშარ ასადთან შეხვედრაზეც განიხილა. ასადმა თქვა, რომ ახალი საზღვაო ხაზის შექმნას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და მხარეებს შორის ტურიზმი უნდა გაძლიერდეს.

რუსეთის დელეგაციასთან შეხვედრისას, სირიის პრეზიდენტმა ყირიმში სტუმრობის სურვილი გამოთქვა.

1tv.ge