სამართალი
კალაძე: კორუფციის ნიშნების შემჩნევის შემთხვევაში უკან არ დავიხევთ, ვიქნებით უმკაცრესები

 საქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. თბილისის მერმა კახ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიმართა თავის მოადგილეებს, საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებს, გამგებლებს, რომ თანამშრომლები გააფრთხილონ, რადგან კორუფციის ნიშნების შემჩნევის შემთხვევაში თბილისის მერია უკან არ დაიხევს და უმკაცრეს ზომებს მიიღებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მინდა, ჩემს მოადგილეებს, საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებს, გამგებლებს მივმართომაქსიმალური ყურადღება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამაზე წლის დასაწყისშიც ვისაუბრეთ და ახლაც მინდა, კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, რომ თქვენს სამსახურებში ყველა გააფრთხილოთ, არანაირი უკან დახევა არ იქნება, თუ იქნება შემჩნეული რაიმე კორუფციის ნიშნები. ვიქნებით უმკაცრესები. ამიტომ ჩემი თხოვნაა, მაქსიმალური ყურადღება, სიფრთხილე გამოვიჩინოთ და ყურადღებით ვაკეთოთ ის საქმე, რასაც ჰქვია თბილისის მოსახლეობის კეთილდღეობა და ის მნიშნელოვანი პროექტები, რომელიც უნდა წარვუდგინოთ მოსახლეობას. თუ ვინმეს რამე პრობლემა გააჩნია, მზად ვართ, დავეხმაროთ, ხელი შევუწყოთ, გვერდში დავუდგეთ, მაგრამ არა კორუფციისა და გადაცდომის სახით, ეს კატეგორიულად მიუღებელია და ვიქნებით ძალიან მკაცრები“, – განაცხადა კახი კალაძემ.