პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ბახტაძეს ათონელზე მდებარე სასახლეში უმასპინძლა (ვიდეო)

 საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პირველი სამუშაო შეხვედრა გამართეს.

სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ბახტაძეს ათონელის ქუჩაზე მდებარე სასახლეში უმასპინძლა (ვიდეო იხ. აქ).

შეხვედრაზე პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა სამომავლო თანამშრომლობისა და კომუნიკაციის საკითხები განიხილეს.

პრეზიდენტმა და პრემიერმა ასევე ისაუბრეს მიმდინარე აქტუალური საკითხებისა და სამომავლო საერთაშორისო ვიზიტების შესახებ.