სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტნე გამსახურდიას ახალი ბრალდებისთვის 5–წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
საერთო ჯამში, პირველი პრეზიდენტის შვილი პატიმრობაში 13 წელი დარჩება. მას სასამართლომ მოქალაქის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონოდ ტარებისთვის რამდენიმე თვის წინათ 8–წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
პროცესს, პროტესტის ნიშნად, არ დასწრებია ცოტნე გამსახურდია. მისი ადვოკატი ქეთი ბექაური კი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებს. გამოძიება გამსახურდიას კიდევ ერთ საქმეში ედავება; მას ბრალი ჯაშუშობის მუხლითაც აქვს წაყენებული და უახლოეს მომავალში მის მიმართ ახალი სასამართლო პროცესის დაწყებაა მოსალოდნელი.