სამართალი
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ვაკანტურ ადგილზე განსახილველად ორი კანდიდატი წარუდგინა

 საქართველო, 14 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-12 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის გიორგი შარაბიძის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით წარმოშობილ ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად ღია კონკურსის საფუძველზე შეირჩა ორი ახალი კანდიდატურა: გიორგი შარაბიძე და ნათია იოსელიანი.

სალომე ზურაბიშვილმა ზემოთ ხსენებული კანდიდატები 10 იანვარს საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარუდგინა.